geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:17
ბრიტანული ვალუტა Brexit-ს წარმატებულად უმკლავდება
2017-05-19 10:00:46
+
-

სტერლინგი დოლართან მიმართებაში გუშინ სწრაფი ტემპით გამყარდა და ამჟამად ერთი ბრიტანული სტერლინგი 1,30 აშშ დოლარი ღირს. ვალუტის კურსზე, ერთი მხრივ, იმოქმედა ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის გაძლიერების შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ (საცალო ვაჭრობა ბოლო თვეში 2,4%-ით გაიზარდა). ხოლო, მეორე მხრივ, - აშშ-ში განვითარებულმა პოლიტიკურმა არეულობამ.

 


სტერლინგი 1,30 დოლარიან ნიშნულს ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ მიუახლოვდა, როცა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთა განცხადება.

 

„ჩვენ გვჭირდებოდა მცირე ბიძგი, რომ საბოლოოდ ავსულიყავით 1,30-ზე" - ამბობს reuters-თან ინტერვიუში ალექსანდარა რასელ-ორივერი, Caxton FX-ის სავალუტო ანალიტიკოსი.

 

ასევე, 0,7%-ით გამყარდა ბრიტანული ფუნტი ევროსთან მიმართებაშიც და ერთი ევრო უკვე 985,46 ცენტი ღირს.

 

როგორც ჩანს, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა Brexit–ს კარგად უმკლავდება.

 

 

ავტორ(ებ)ი: agora.ge