geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:20
Ford-ი 1400 თანამშრომელს ათავისუფლებს
2017-05-19 10:00:11
+
-

Ford-ი ხარჯების შემცირების მიზნით 1400 თანამშრომელს ამცირებს. ინფორმაციას CNNMoney ავრცელებს. გათავისუფლებული თანამშრომლების უმრავლესობა კომპანიას სექტემბრის ბოლოს დატოვებს.

 

შემცირება ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოხდება. შემცირება ევროპასა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე უკვე გახორციელდა, ხოლო აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონში კომპანია ამ ეტაპზე ზრდის პროცესშია.

 

გასული წლის შემდეგ თანამშრომლების შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება General Motors-მა და Fiat Chrysler-მაც მიიღეს. აღნიშნულის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ 2009 წლის შემდეგ აშშ-ს საავტომობილო ინდუსტრიაში გაყიდვები პირველად არის შემცირებული.

 

Ford-ის გეგმასთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია Wall Street Journal-მა გაავრცელა. ამერიკული გამოცემის მიხედვით, Ford-ს მსოფლიოში დაახლოებით 200,000 თანამშრომელი ჰყავს.

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney