geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:17
"კომერსანტისთვის" "ნაბეღლავის" ბიზნეს–გეგმებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
2017-05-19 10:10:53
+
-

„ნაბეღლავის" მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელი" ახალ ქარხანას 24 ივნისს გახსნის და დამატებით 7 ახალ ხაზს აამოქმედებს. ამის შესახებ „კომერსანტთან" საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ სვიმონიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია „წყალი მარგებელი" აგვისტოდან ბაზარზე ყველა დასახელების უალკოჰოლო სასმელს გამოიტანს.


როგორც სვიმონიშვილი განმარტავს, ახალ ქარხანაში ჩამოისხმევა ავსტრიული ბრენდის RAUCH-ის ნატურალური წვენები, ნექტარები. დაგეგმილია ლიმონათის წარმოებაც, რომელიც ბაზარზე „შაქარას" ბრენდით გაიყიდება.


კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა და მისი თანამედროვე სტანდარტების მქონე მანქანა-დანადგარებით აღჭურვა დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდა.როგორც ავთანდილ სვიმონიშვილი აცხადებს, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე აგვისტოდან გაიყიდება. დაგეგმილია ექსპორტზე გასვლაც. "წყალი მარგებელი" პროდუქციის გატანას ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში აპირებს.


ქარხანა, გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში, ნაბეღლავის ძველი ქარხნის გვერდით მდებარეობს. როგორც სვიმონიშვილი განმარტავს, წარმოება სრულად ახალ ქარხანაში იქნება, ძველ ქარხანას კი კომპანია საწყობად გამოიყენებს.



ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყო.



 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი