geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:25
ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს, მუზეუმის კი შემოდგომაზე დაიწყება
2017-05-18 15:50:52
+
-

თბილისის მერია და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი" ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება, ხოლო ფიზიკური სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.

 

როგორ "კომერსანტს" „თბილისის განვითარების ფონდში" განუცხადეს, თავდაპირველად შემუშავდება კონცეფცია, რაზეც 130 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება პროექტირებას, ფონდში აცხადებებნ, რომ ამისთვის დაახლოებით 1,8 მილიონია გამოყოფილი. "კონცეფცია გვაჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია. მერე უკვე დაიწყება პროექტირება, რაშიც დაახლოებით 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება", – განუცხადეს "კომერსანტს" "თბილისის განვითარების ფონდში". 

 

ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის „განვითარების ფონდის დირექტორი" გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ.

 

„დღეს შევხვდით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას და ვისაუბრეთ მათთან ფიროსმანის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებზე. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და შემდგომ პერიოდში დგება ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები უნდა მოვამზადოთ ამ უბნის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანების ცხოვრება გახდება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

ფიროსმანის ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში მსხვილი არეალების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება.

 

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის ქუჩაზე, N29 - ში მდებარე მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის დაწყება 2017 წელს იგეგმება. შენობის საპროექტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, ხოლო მუზეუმის რესტავრაცია- რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება.

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი