geo eng rus
სამშაბათი, 23 მაისი, 2017. 01:15
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დღეს პარლამენტმა ბოლო მოსმენით განიხილა
2017-05-17 18:47:31
+
-

პარლამენტმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ მთავრობის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. 

 

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობა იწყებს რეფორმას, რომელიც როგორც მთავრობაში აცხადებენ, ითვალისწინებს კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას, საფინანსო სექტორის მდგრადობის ხელშეწყობას, დანაზოგების წახალისებას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.

 

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, იქმნება დამოუკიდებელი სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, რომელსაც სააგენტოს უფროსი ხელმძღვანელობს. მას თანამდებობაზე 5-წლის ვადით ნიშნავს ხუთი წევრისგან შემდგარი საბჭო.

 

სააგენტოში იქმნება ფონდი, რომელიც ფინანსდება რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის იქნება სავალდებულო პირველადი შენატანები კომერციული ბანკისგან, რეგულარული და სპეციალური სადაზღვეო შენატანები და სხვა.

 

 

ავტორ(ებ)ი: ipn.ge