geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 05:49
Forbes: ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტის პოტენციალი მის უნივერსალურობაშია
2017-04-21 20:00:08
+
-

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების გადატანა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე დღეს არის" , - ამ განცხადებას Forbes-თან საუბრისას ახალი „აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის DHL-ის გენერალური დირექტორი სტივ ჰუანგი აკეთებს.

 

თავად Forbes-ი კი წერს, რომ ახალი "აბრეშუმის გზის" პროექტის ძალა და პოტენციალი სწორედ მის უნივერსალურობაშია.

 

„ეს არის განახლებული სატრანსპორტო მარშრუტების და სავაჭრო ჰაბების ქსელი ჩინეთს და ევროპას შორის, რომელსაც შეუძლია ეფექტურობის, უსაფრთხოების და კონკურენციის უზრუნველყოფა, რადგანაც ეს არის არა ერთი კონკრეტული მარშრუტი, არამედ რამდენიმე განსხვავებული და ურთიერთდაკავშირებული ევრაზიული დერეფნების ერთობლიობა.

 

ისევე როგორც ძველი „დიდი აბრეშუმის გზის" დროს, თუ ერთი დერეფანი ამა თუ იმ მიზიეზის გამო გახდება მიუწვდომელი ომის, მთავრობის შეცვლის, ან ტარიფების მომატების შედეგად, ტვირთი გადამისამართდება სხვა მიმართულებაზე.

 

ევრაზია სწრაფად შედის ერთიან ბაზარში, რომელიც მოიცავს დედამიწის მოსახლეობის 65%-ს, ენერგორესურსების 75% და მსოფლიო მშპ-ს 40%-ს, ამავე დროს, აქ სარკინიგზო კომუნიკაციები წარმოადგენენ არტერიებს, რომლებიც ამ ყველაფერს აერთიანებს.

 

ამჟამად არსებობს სამი მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს - ჩრდილოეთ ნაწილი გადის რუსეთზე, ტრანსციმბირულ მაგისტრალზე, ცენტრალური - ყაზახეთს და რუსეთის დასავლეთ რეგიონებზე, მესამე მარშრუტი კი მიდი ყაზახეთის კასპიურ პორტ აქტაუმდე, შემდეგ კი მიემართება ან ირანში ან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპაში. სამივე მარშრუტზე ტრანსპორტირების დრო შეადგენს 10-16 დღეს.

 

ჩრდილეოთ და ცენტრალური მარშრუტები უკვე კარგადაა ათვისებული, სამხრეთი მიმართულება კი მხოლოდ საწყის სტადიაზეა.

 

ისეთი მსხვილი ინიციატივები, როგორიც პირველი სატვირთო რეისის გაშვება იყო ლონდონიდან ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც ევროპის სამი უმსხვილესი საექსპედიტორო კომპანიის და ყაზახური KTZ Express-ის მიერ ერთობლივი კომპანიის Silk Way Logistics - ის შეიქმნა, ადასტურებს, რომ ჩინეთს და ევროპას შორის კონტაქტის დამყარება ამ გზითა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება.

 

„რადგანაც მოთხოვნა სამხრეთ მარშრუტზე იზრდება, ჩინეთის რამდენიმე რეგიონი აპირებს სარკინიგზო რეისების დანიშნვას სტამბოლის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ეს განხორციელდება, ახალი დერეფნის ტვირთნაკადი გაიზრდება და გააქტიურებს ვაჭრობას ჩინეთს და ევროპას შორის" - განაცხადა ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის DHL-ის გენერალურმა დირექტორმა სტივ ჰუანგმა.

 

მისი თქმით, ამ პროექტის უმნიშნელოვანესი შემადგენელი ნაწილია სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი, რომელიც უახლოეს თვეებში ამუშავდება და დააკავშირებს ერთმანეთთან აზერბაიჯანს და თურქეთს.
„სავარაუდოდ, სარკინგზო მაგისტრალის მშენებლობა დასრულდება 2017 წლის ზაფხულს. ამ მარშრუტის გაჩენის შემდეგ ტვირთების ტრანსპორტირება ჩინეთიდან ევროპაში იქნება უფრო სწრაფი და მომგებიანი, ვიდრე დღეს" - განაცხადა ჰუანგმა" - წერს ჟურნალი Forbes.

 

 

ავტორ(ებ)ი: trend.az-ის მასალები