geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:22
დიმიტრი ქუმსიშვილი: მსოფლიო ბანკისგან საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში 100 მლნ აშშ დოლარის ჩარიცხვას ველოდებით
2017-04-21 15:00:00
+
-

„ყველა რეფორმა, რომელთა განხორციელებასაც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებდა, წარმატებით შესრულდა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ.

 



პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს, რომლის დროსაც საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, ისე კერძო ინვესტორებთან.

 



პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, განვლილი პროგრამების შედეგები და ახლის ძირითადი მიმართულებები მსოფლიო ბანკის საბჭოს შეკრებაზე განიხილება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე გაიმართება.

 



„მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



მისი თქმით, ასევე, მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმებაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება მსოფლიო ბანკთან მუშაობის მომდევნო სამწლიანი პერიოდი.