geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:21
კომერციული ბანკების წმინდა მოგება 130%–ზე მეტად გაიზარდა
2017-04-21 10:00:37
+
-

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარ-მარტში კომერციული ბანკების მოგებამ 257,785 მლნ ლარი შეადგინა, რაც 147,896 მლნ ლარით, დაახლოებით 134,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ–მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 109,889 მლნ ლარი შეადგინა. 

 

რაც შეეხება 2016 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით შარშან კომერციული ბანკების მოგებამ 679,101 მლნ ლარი შეადგინა. 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი