geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:30
მეტეხის ხიდიდან მშვიდობის ხიდამდე გზის საფეხმავლო ნაწილი გაფართოვდება
2017-04-21 10:00:18
+
-

თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის დაკვეთით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ტურისტულ ზონაში, ტროტუარის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 


​როგორც „სითი კვირას" კრწანისის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მეტეხის ხიდიდან მშვიდობის ხიდამდე ფართოვდება ტროტუარი და მონტაჟდება ბარიერები, რაც საფეხმავლო ნაწილის ავტოსადგომად გამოყენებას შეზღუდავს, ხოლო ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.