geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:23
ზემო ლარსზე პირველი ლოჯისტიკური ტერმინალი შენდება – სავარაუდოდ, ეს საზღვარზე საცობებს განტვირთავს
2017-04-20 13:00:59
+
-

ბრიტანული კომპანია Murphy Shipping -ი საქართველოში, ლოჯისტიკური ტერმინალების მშენებლობაში 560 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. როგორც „კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი, კომპანიის ქართული წარმომადგენლობა Murphy Holding-ის პირველი პროექტი საქართველოში ყაზბეგში იქნება და მას კომპანია Murphy Kazbegi-ი განახორციელებს.


კომპანიაში აცხადებენ, რომ ყაზბეგში, ზემო ლარსის ტერიტორიაზე საბაჟო ტერმინალის მშენებლობის აქტიური სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება კი დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარია.



პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ტიპის ლოჯისტიკური ტერმინალის მშენებლობას, რომელიც მომხმარებლებს სრულ საბაჟო მომსახურებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ტირპარკს, ლაბორატორიებს, სპეციალიზირებულ საწყობებს, საოფისე სივრცეს, დაზღვევას, სასტუმროს, ავტო სერვისს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხავ დამატებით მომსახურებებს შესთავაზებს.


„ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად ახალი ტიპის ლოჯისტიკურ ცენტრს, რომელიც შესთავაზებს მომხმარებელს სრულყოფილ მომსახურებას: ეს იქნება სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბაჟო, სასაწყობე, სატერმინალო სერვისებს"-აცხადებენ კომპანიაში.


მთივე განმარტებით, აღნიშნული პროექტი ტრაფიკის პროცესის მართვის შესაძლებლობას შექმნის, რაც თავის მხრივ განტვირთავს სატვირთო ავტომობილების საცობებს და ქაოსურ გადაადგილებას ტურისტებისათვის ყველაზე მიმზიდველ რეგიონში.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყაზბეგის შემდეგ Murphy Holding-ი სამომავლოდ სულ მცირე 12 ლოკაციაზე მსგავსი ტიპის ტერმინალების მოწყობას გეგმავს. მათ შორის იქნება, წითელ ხიდი, ქუთაისი, საჰაერო კარგო ტერმინალი, სარფი, ფოთი.

 

 


ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

1 Jan, 1970