geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:24
Facebook-მა 30,000 დეზინფორმაციის გამავრცელებელი ფრანგული გვერდი გააუქმა
2017-04-20 10:00:29
+
-

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ Facebook-მა 30,000 დეზინფორმაციის გავრცელებაში შენიშნული გვერდი გააუქმა. „ჩვენს პრიორიტეტს Facebook-ზე მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების გაუქმება წარმოადგენს. ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ, რადგან სოციალური ქსელებით გავრცელებული დეზინფორმაცია თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი და გამოწვევაა," განაცხადა Facebook-ის უსაფრთხოების მენეჯერმა, შაბნამ შაიკმა.

 

უკანასკნელ პერიოდში Facebook-ი მცდარი ინფორმაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. მიჩნეულია, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში დიდი წვლილი სწორედ სოციალური ქსელების დახმარებით გავრცელებულმა მცდარმა ინფორმაციამ (როგორც დასავლეთში ეძახიან, Fake News) შეიტანა. თუმცა ზემოთაღნიშნულს მარკ ცუკერბერგი უარყოფს: „ჩემი აზრით სიგიჟეა იმისი თქმა, რომ Facebook-ზე გავრცელებული დეზინფორმაცია დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა," განაცხადა ცუკერბერგმა.

 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 23 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებად მარინ ლე პენი, ფრანსუა ფილიონი და ემანუელ მაკრონი სახელდებიან. მეორე ტური კი 7 მაისს არის ჩანიშნული.

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney