geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:20
Dominnos Pizza-ს საქართველოში შემოსავლები შეუმცირდა – კომპანია ამას მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის კლებას უკავშირებს
2017-04-21 14:40:54
+
-


ამერიკული Dominnos Pizza მიმდინარე წელს თბილისში ორი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი საქართველოში მარიამ ფაცაცია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, გაზაფხულის ბოლოს ერთი ფილიალი გლდანში გაიხსნება, მეორე ფილიალის გახსნა კი ვაზისუბანშია დაგეგმილი. მარიამ ფაცაციას თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო რეგიონებში გასვლა და ბათუმში ობიექტის გახსნა, რაც 2018 წლისთვის გადაიდო, რადგან კომპანია ლოჯისტიკურად არ არის მზად ქალაქგარეთ მოემსახუროს ფილიალებს.


ფაცაციას თქმითვე, ქვეყანაში შექმნილი ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი შემცირდა.


„ ადამიანებს ნაკლები ფული დარჩათ დასახარჯად და შესაბამისად, შემცირდა ჩვენი შემოსავლები. ერთჯერადად ადამიანების მიერ დახარჯული თანხების მოცულობაა შემცირებული და იანვარ-თებერვალში გასული წლის იმავე თვეებთან შედარებით შემოსავლები 10-15%-ით შეგვიმცირდა. მიუხედავად ამისა, კომპანია საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობს", – აცხადებს ფაცაცია


მისივე ინფორმაციით, გლდანში ფილიალი ხიზანიშვილის ქუჩაზე განთავსდება. ამჟამად მიმდინერეობს კვლევა, სად უფრო ხელსაყრელი იქნება ობიექტის გახსნა.


„დომინოს პიცა" ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზეც მუშაობს, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს პერიოდში მიტანის სერვისი Google-ის აპლიკაციასთან იქნება დაკავშირებული და მოქალქეები შეძლებენ დააკვირდნენ, სად არის მათი შეკვეთა. ბათუმში ფილიალის გახსნის შემდეგ კი მიტანის სერვისი ველოსიპედებით და ელექტრო სკუტერებით განხორციელდება.

 

Dominnos Pizza საქართველოში 3 წლის წინ შემოვიდა, კომპანიას განვითარების 8 წლიანი გეგმა აქვს.




 

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია