geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:29
გაყიდვაშია უფერული ყავა, რომელიც კბილებზე ნადებს არ ტოვებს
2017-04-19 15:59:15
+
-

სიახლე, რომელზეც ვწერთ, პრაქტიკულად ყველა ყავის მოყვარულს გაახარებს. ბრიტანული ბრენდის, CLR CFF-ის დამაარსებელმა ძმებმა გამოიგონეს გამჭვირვალე ყავა, რომელიც კბილებზე ნადებს არ ტოვებს.

 


ადამ და დევიდ ნეგების განცხადებით, ახალ რეცეპტზე ისინი 3 თვეზე მეტხანს მუშაობდნენ. მათ ყავას მოაცილეს ფერი და ამბობენ, რომ მიღებული სასმელი კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს და შაქარს არ შეიცავს.

 


სასმელი უმაღლესი ხარისხის Arabica-ს ყავის მარცვლებითა და სუფთა წყლის შერევით არის მიღებული. ცხადია, ადამი და დევიდი ყველა საიდუმლოს არ ამხელენ, თუმცა ამბობენ, რომ საბოლოო პროდუქტის მისაღებად მათ ტექნოლოგია და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები გამოიყენეს.

 


გამჭვირვალე ყავა 200 მილილიტრიან ბოთლებში იყიდება. საინტერესოა, რომ სასმელი არაკალორიულია და მისი ენერგეტიკული ღირებულება სულ რაღაც 2 კილოკალორიას შეადგენს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: cosmo.ru