geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:25
„იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი" - თეთრი სახლი აშშ-ის ბაზრის დაცვას იწყებს
2017-04-19 10:00:41
+
-

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელსაც ეწოდება „იყიდე ამერიკული, დაიქირავე ამერიკელი" - განაცხადეს თეთრ სახლში.

 

დოკუმენტის მიზანია ფედერალური კონტრაქტებით სახელწიფო შესყიდვებში ამერიკული პროდუქციის წილის ზრდა. პასუხისმგებელი უწყებები მიიღებენ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გადახედვის უფლებას, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ მათ მწარმოებლებს აქვთ მეტი წვდომა ამერიკულ სახელმწიფო კონტრაქტებთან, ვიდრე ამერიკულ კომპანიებს ამ ქვეყნებში.

 

განკარგულება ასევე ეხება შრომით ვიზებს, რომლებსაც იღებენ მიგრანტები. დოკუმენტი ავალებს შრომის, იუსტიციის, უშიშროების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს აშშ-ს საიმიგრაციო სისტემაში არსებული ხვრელების აღმოფხვრას, იმისთვის, რომ დაცულ იქნას ამერიკული სამუშაო ძალის ინტერესები.

 

შესაბამის უწყებებს დაევალათ შრომითი ვიზების გაცემის H-1B-ს წესის სრულყოფისკენ მიმართული ცვლილებების დამუშავება იმისთვის, რომ ვიზები მიიღონ მართლაც კვალიფიცირებულმა და ქვეყნისთვის აუცილებელმა კანდიდატებმა.

 

Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკული კომპანიები ამტკიცებენ, რომ H-1B-ის სისტემით აძლევენ ვიზებს მხოლოდ უმაღლესი კვალიფიკაციის საუკეთესო სპეციალისტებს, თუმცა რეალურად ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის ვიზებს იღებენ დაბალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რომლებიც თანმხმდებიან დაბალ ხელფასებზე.

 

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, ამ ვიზით ამერიკაში შემოსული 10 სპეციალიატიდამ 8 იღებს ნაკლებ ხელფასს, ვიდრე შესაბამისი დარგის და კვალიფიკაციის ადგილობრივი თანამშომლები. გარდა ამისა, აშშ-ს მთავრობა გეგმავს შემთხვევითი ლატარეის გათამაშებაზე უარის თქმას, რომლიდან გასცემდა წელიწადში 65 000 ვიზას.

 

ამერიკული შრომითი ბაზრის დაცვა იყო დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. იანვრის ბოლოს დონალდ ტრამპა გაამკაცრა საიმირგაციო პროცედურები და აკრძალა მიგრანტების შემოშვება 6 ისლამური ქვეყნიდან - სიაში მოხვდნენ სირია, ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, და იემენი. აკრძალვა ასევე შეეხო ამ ქვეყნების იმ მოქალაქეებს, ვისაც ქონდა „გრინ ქარდი" და ვიზები.

 

პრეზიდენტის დადგენილება დაბლოკა შტატ ვაშინგტონის სასამართლომ. ამის შემდეგ ტრამპა გამოსცა დადგენილების განახლებული და შერბილებული ვერსია, სადაც აკრძლავა არ შეეხებოდა ერაყის მოქალაქეებს და იმათ, ვისაც აქვს „გრინ-ქარდი" ან ამერიკული ვიზა. თუმცა ეს გადაწყვეტილებაც ვერ შევიდა ძალაში, რადგანაც ის დაბლოკა ჰავაის შტატის სასამართლომ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: rbc.ru