geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:26
საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით „ლოპოტა რეზორტის“ განვითარება იწყება
2017-04-20 14:30:03
+
-

„კომერსანტის" ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდი დასასვენებელ კომპლექს „ლოპოტა რეზორტში" შედის. შედეგად, იგეგმება სასტუმროს სერიოზული რეკონსტრუქცია და ევროპული ტიპის კურორტად ჩამოყალიბება.დეტალების გასარკვევად „კომერსანტი" საპარტნიორო ფონდს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია და დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


რაც შეეხება თავად „ლოპოტა რეზორტს", კომპლექსში აცხადებენ, რომ საპარტნიორო ფონდი შედის ინვესტირების დონეზე და მენეჯმენტი არსებული იქნება. მათი განმარტებით, 1 კვირაში გაიმართება პრესკოფერენცია, სადაც კომპლექსის განვითარების გეგმები დეტალურად იქნება გაჟღერებული.


„სამშენებლო სამუშაოების დაწყება არსებული კომპლექსის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის. ცალკე გამოიყო ადგილები,სადაც აშენდება დამატებით 100 ნომერი, აუზი, შატო, საკონფერენციო დარბაზები და ასე შემდეგ"-აცხადებენ „ლოპოტა რეზორტში".


როგორც „კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი, სამშენებლო სამუშოებს სამშენებლო კომპანია CIC Group-ი განახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი სულხან გოგიბერიძე განმარტავს, რომ კომპანია სამშენებლო-მოსამზადებელ სამუშაოებს 1 კვირაში დაიწყებს და სავარაუდოდ, 13 თვეში დაასრულებს. სხვა დეტალების გასაჯაროებისგან გოგიბერიძე თავს იკავებს. თუმცა, აცხადებს, რომ „ლოპოტა რიზორტს" 3 სასტუმრო კომპლექსი, 2 რესტორანი და 1 აუზი დაემატება.


კომპლექსი „ლოპოტა რეზორტი" თბილისიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 115 კილომეტრში, კახეთის ისტორტორიულ რეგიონში, მდებარეობს. რეკრეაციული ზონა მოიცავს კერძო ტბას შემდეგი ინფრასტრუქტურით: სასტუმრო, სპა, რუსული აბანო(საუნა), 3 რესტორანი, 2 ბარი, 3 საკონფერენციო დარბაზი, 4 საცურაო აუზი, ჯაკუზი,მინი გოლფი,ორი ჩოგბურთის კორტი,კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები, ღვინის მარანი, თავლა.

 


ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

1 Jan, 1970