geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:26
2016 წელს Uber-მა $2.8 მილიარდი დაკარგა
2017-04-18 10:00:39
+
-

Uber-ის განცხადებით, კომპანიამ გასულ წელს $2.8 მილიარდის ოდენობის ზარალი მიიღო, რაშიც ჩინურ ბაზარზე, Didi-სთვის მიყიდული ბიზნესი გათვალისწინებული არაა. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, Uber-მა თავისი ბიზნესის Didi-სთვის მიყიდვამდე $1 მილიარდი დაკარგა, რაც გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

 

მეორე მხრივ, Uber-ის კვარტალური ანგარიში აჩვენებს, რომ კომპანიის გაყიდვები წლის მეორე ნახევარში გაზრდილია. Uber-ის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მომო ჟოუ აღნიშნულ ინფორმაციას CNNMoney-სთან საუბრისას ადასტურებს.

 

Uber-ი, ისევე როგორც სხვა კერძო კომპანიები, ვალდებული არაა თავისი ანგარიში გაასაჯაროოს. თუმცა ამგვარი მიდგომა კომპანიას თანამშრომლებს, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის უფრო მეტ სანდოობას სძენს.

 

შეგახსენებთ, რომ Uber-ი უკანასკნელ პერიოდში არაერთი PR კრიზისის წინაშე დადგა. მაგალითად, ერთ-ერთი ყოფილი თანაშრომელი კომპანიაში არსებულ სექსიზმსა და შეურაცხმყოფელ მდგომარეობაზე მიუთითებს. Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, თუ როგორ ეკამათება კომპანიის გენერალური დირექტორი, ტრევის კალანიკი Uber-ის მძღოლს, ფაუზი კამალს. მძღოლი შემცირებული ხელფასით არის უკმაყოფილო. კალანიკი ამით ღიზიანდება, ამბობს რომ ადამიანების ნაწილს პასუხისმგებლობის შეგრძნება არ აქვს და თავის პრობლემებს სხვებს აბრალებს. ამის შემდეგ კალანიკი ავტომობილს ტოვებს და კარს ძლიერად ხურავს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: CNNMoney