geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:45
"შექმენით ისეთი რამ, რაც დიდხანს იარსებებს" - დევიდ როკფელერის ცხოვრების გაკვეთილები და რჩევები
2017-03-20 23:20:31
+
-

ამერიკელი მილიარდერი, ბანკირი და ფილანტროპი, დევიდ როკფელერი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. როკფელერი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში ძილში გარდაიცვალა.

 

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგით, რომელიც გამოცემა „ფორბსმა" გამოაქვეყნა, როკფელერს 581-ე ადგილი ეკავა 3.3 მილიარდი დოლარით. 

 

"ფორბსის" ინფორმაციით, გარდაცვლილის ქონება 3,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის კი ის 581-ე ადგილს იკავებდა. დევიდ როკფელერი, გამოირჩეოდა ქველმოქმედებით. "ნიუ ორკ თაიმსის" ცნობით, მან 900 მილიონი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა. როკფელერს 6 შვილი დარჩა.

 

დევიდ როკფელერი 1915 წლის 12 ივნისს დაიბადა, ნიუ-იორკში. დევიდ როკფელერმა 1936 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა. სწავლობდა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში. 1942 წელს როკფელერი სამხედრო სამსახურში შევიდა და კაპიტნის წოდებას მიაღწია. ომის შემდეგ მან Chase Manhattan Bank-ში დაიწყო მუშაობა, რომლის პრეზიდენტიც 1961 წელს გახდა. 1981 წლის აპრილში ის გადადგა და მას შემდეგ საჯარო ცხოვრებას ნაკლებად ეწეოდა.

 

დევიდ როკფელერის ბაბუა - ჯონ როკფელერი მსოფლიოში პირველი მილიარდერი მამაკაცი იყო. ის იყო ნავთობკომპანია Standart Oil-ს დამფუძნებელი. სწორედ ნავთობის ბიზნესმა გახადა როკფელერების ოჯახი პირველი მილიარდერი მსოფლიოში.

 

გთავაზობთ დევიდ როკფელერის რჩევებს:


1. ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც მოგება მნიშვნელოვანია

 

2. სამსახურში შეიძინეთ მეგობრები და გამოიმუშავეთ ფული

 

3. ერთი ბოსი ყოველთვის უმჯობესია, ვიდრე - ორი

 

4. განქორწინება და პოლიტიკა ძვირადღირებული სიამოვნებაა

 

5. იპოვეთ თქვენი ჰობი

 

6. იპოვეთ კარგი მასწავლებელი

 

7. ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა მათი მფლობელი

 

8. ხალხთან მოპყრობის ცოდნა - პროდუქტია, რომლის ყიდვა ისევე შესაძლებელია, როგორც შაქრის ან ყავის. ასეთი ცოდნისთვის იმაზე მეტს გადავიხდი, ვიდრე სხვა რაიმე პროდუქტისთვის

 

9. მამა და პაპა არასდროს გვაძლევდნენ იმის ფიქრის საშუალებას, რომ უზომოდ ბევრი ფული გვაქვს. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ფული ღმერთს ეკუთვნის და ჩვენ მხოლოდ განვკარგავთ მათ

 

10. ბიზნესში წარმატებისთვის განათლება, დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომა არის საჭირო. თუ ეს ყველაფერი არ გაშინებთ, დღეს უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე ოდესმე ყოფილა

 

11. არასდროს ვარ გაბრაზებული, მხოლოდ აღელვებული

 

12. ხუმრობა და ფულის სესხება მოულოდნელად უნდა შეგეძლოთ

 

13. შექმენით ისეთი რამ, რაც დიდხანს იარსებებს

 

14. ხშირად მეკითხებიან, როგორც ვიცოცხლოთ დიდხანს? ყოველთვის ერთსა და იმავეს ვპასუხობ - იცხოვრეთ უბრალო ცხოვრებით, ითამაშეთ თქვენს შვილებთან ერთად და დატკბით იმ ყველაფრით, რასაც აკეთებთ

 

15. დარწმუნებული ვარ, რომ მატერიალურ ნივთებს შეუძლიათ შეგიქმნან სასიამოვნო ცხოვრება. მაგრამ თუ ძალიან კარგი მეგობრები და ნათესავები არ გყავთ, ცხოვრება ფუჭი და მოსაწყენი იქნება

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი