geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:30
"ყველამ, ვინც ისარგებლა გალარების პროგრამით, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა საკუთარი ოჯახის ბიუჯეტის სასარგებლოდ"
2017-03-20 17:26:55
+
-

„ლარიზაცია, ეს არის კომპლექსური გეგმა და გრძელვადიანი პროცესი. სახელმწიფო მას მუდმივად დაუჭერს მხარს. ამ მიმართულებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა წლების წინ მიიღეს გადაწყვეტილება და იგი პოზიტიურად არის შეფასებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას", - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. 

 

 

გალარების პროგრამა, რომელიც მოქალაქეების მიერ დოლარში აღებული საბანკო სესხების ლარში გადატანას გულისხმობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პოზიტიურად შეაფასა.

 


"რაც შეეხება გალარებას,ესიყოსოციალურიპასუხისმგებლობისმქონესახელმწიფოსმხრიდანშეთავაზება მოსახლეობისთვის, რათამათიგანკარგვადიშემოსავლებისშემცირებისრისკიდაებალანსებინათ.თუ ავიღებთ ქართულ ბანკებს, დოლარიზაციის კოეფიციენტი თითქმის 80 პროცენტია. აქედან გამომდინარე, არის მაღალი რისკი. ამ თვალსაზრისით ჩვენ ჩავდეთ ბიუჯეტში 65 მილიონი ლარი და შევთავაზეთ მოსახელობას, ეს რისკი შეემცირებინათ. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა - 5 ათასზე მეტმა მომხმარებელმა, ისარგებლა ამ შესაძლებლობით და 70 მილიონ დოლარზე მეტი გალარდა. ეს არის კარგი მაჩვენებელი. თებერვლის მეორე ნახევარში დიდი აქტივობა იყო. ვფიქრობ,ყველამ, ვინც ისარგებლა გალარების პროგრამით, პოზიტიური ნაბიჯი გადადგა საკუთარი ოჯახის ბიუჯეტის სასარგებლოდ," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის შეკრებაზე ირაკლი კოვზანაძემ.