geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:46
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3-ე მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით
2017-03-20 15:46:02
+
-


ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებულ შეფასებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

 


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიოს ბანკის „Doing Business 2017"-ის რეიტინგში არის მე-16 მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის. მისი თქმით, „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესი ხარჯავს ძალიან ცოტა თანხას და დროს, როდესაც ის ეხება ბიუროკრატიას. ჩვენ ვართ მე-7 ბიზნესის დაწყების რეიტინგით და მე-3-ე მშენებლობის ნებართვის გაცემის მიხედვით."

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „ჰერითიჯის ფონდის" „ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი". აღნიშნულის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა.

 

„არ შემიძლია არ შევეხო კორუფციის ინდექსს, რომლის მიხედვითაც „ტრეის მატრიქსის" გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენ მე-11 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი შედეგები უკეთესი იქნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.