geo eng rus
პარასკევი, 23 ივნისი, 2017. 12:38
"ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს"
2017-03-20 15:25:10
+
-

ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში ინვესტიციების მიმზიდველობას განაპირობებს, მცოდნე მუშახელია. „Skill Force" - როგორც ეძახიან მას ინგლისურად. სწორედ ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგმავს მომდევნო წლებში, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები" გამოსვლისას.

 


პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რათა სახელმწიფოს მხრიდან დახარჯული რესურსები იმ მოთხოვნების შესაბამისი იყოს, რაც კერძო სექტორს აქვს. „რეალურად ჩვენ ჩვენი რესურსი, ჩვენი თანხები, ჩვენი ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ სწორედ ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.