geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:27
პრეზიდენტის მეორე ვეტო ე.წ. მოსმენების კანონზე
2017-03-20 15:01:08
+
-

საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნებით, კანონი პარლამენტს დაუბრუნა.

 

1 მარტს, პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

 

ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. ახალი უწყება იურიდიულად სუს-ის დაქვემდებარებაში იქნება და მას მობილური ოპერატორების შემოწმების უფლება ექნება მინიჭებული. პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს" ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

 

კანონპროექტის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.