geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:28
თბილისის ბაზრობების ასოციაცია მზად არის, 6 თვის განმავლობაში შეღავათიანი პირობებით გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილი დაუთმოს
2017-03-20 15:00:50
+
-

თბილისის ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყონებლივ და შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული. 

 

 

„მოგახსენებთ, რომ თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული. გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე.წ. ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

 

 

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა. თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამი ათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს. ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი: ინტერპრესნიუსი