geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 02:37
რუსული ბანკები უკრაინის ბაზარს ტოვებენ
2017-03-20 11:50:35
+
-

რუსული ბანკები უკრაინის დატოვებას ცდილობენ. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სახელმწიფო კაპიტალის ყველა ბანკი პოტენციურ გაყიდვაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

 

 

უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ, ეკატერინა როჟკოვამ განაცხადა, ქვეყნის მთავარი ბანკი გაყიდვას ამ ბანკების მიერ უკრაინის დატოვების საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს.

 

 

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა რუსული ბანკი ცდილობს უკრაინის ბაზრის დატოვებას და ამასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ პირობებში, სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიაზე აღნიშნული ბანკების შემდგომ განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია", - განაცხადა როჟკოვამ.

 

 

მისივე განცხადებით, კომერციული ბანკების გასხვისება ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს კლიენტებზე, რადგან სანქციების ქვეშ მოყოლილი ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა არ გააჩნიათ. 

 

 

ცნობისათვის, 16 მარტს პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რუსული ბანკების შვილობილებისთვის 1 წლიანი სანქციის შემოღებაზე. სანქციები ბანკების მიერ ქვეყნიდან ნებისმიერი თანხის გატანას კრძალავს, მათ შორის აქციონერებისთვის დივიდენდების გადახდას, ფასიან ქაღალდებში ფულის ჩადებას თუ საბანკო კრედიტის გაცემას.

 

 

ამ დროისათვის ბაზარზე 7 რუსული ბანკი ოპერირებს – „სბერბანკის" 2 შვილობილი კომპანია („სბერბანკ-უკრაინა" და „ვი- ეს-ბანკი), ორი - „ვტბ-გრუპის" („ვთბ-ბანკ - უკრაინა" და „ბმ - ბანკ"), პრომინვესტბანკი („ვნეშეკონომბანკის"), „ალფა-ბანკი" და ბანკი „ფორვარდი" (მთავარი აქციონერი - ბანკი „რუსსკი სტანდარტ").

 

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი