geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:30
საშუალო ხელფასი საქართველოში ერთ წელში მხოლოდ 54 ლარით გაიზარდა
2017-03-20 10:00:50
+
-

საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურების ზრდის ტემპი დაბალია. „საქსტატის" მონაცემებით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 1065,9 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით (+54 ლრაით) გაიზარდა. 2014 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 950 ლარი იყო.

 


ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სექტორშია და იგი 2023,9 ლარით განისაზღვრება, ამ სექტორში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თვიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 475 ლარით არის გაზრდილი.

 


ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორშია და ის 589,2 ლარს შეადგენს, ამ შემთხვევაში ანაზღაურება 50 ლარით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით, 48 ლარით არის გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

bpi.ge