geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:42
"სბერბანკი" მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკურ ინსტიტუტთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს შექმნის
2017-03-20 10:00:56
+
-

"სბერბანკმა" და მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკურმა ინსტიტუტმა (МФТИ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტის მიხედვით, ორი მხარე იწყებს საერთო პროექტ iPavlov-ს, რომლის მიზანიც მოსაუბრე ხელოვნური ინტელექტის შექმნაა.

 

iPavlov-ის ფარგლებში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობა ექნება. მასში დაპროგრამირებული იქნება ფრაზები სხვადასხვა ფილმებიდან და სერიალებიდან, რათა ქსელმა გაიგოს, თუ როგორ ურთიერთობენ ერთმანეთში ადამიანები.

 

ნავარაუდევია, რომ 2019 წლისთვის ხელოვნური ინტელექტს ურთერთობისათვის სათანადო ინტელექტი ექნება. 2016-დან 2019 წლამდე პროექტისათვივს ბიუჯეტიდან 347 მილიონი რუბლი გამოიყოფა.

 

„მოსკოვის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი განათლების გავრცელებისა და ინოვაციური ტექნოლოგიის შექმნის კუთხით ჩვენი ერთ-ერთ საკვანძო პარტნიორია. iPavlov-ის პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი ბიზნეს-აპლიკაციები, რომლებიც „სბერბანკის" სამუშაო პროცესში ინტეგრირებული იქნება და რაც კლიენტთან მომსახურების სფეროს ახალ დონეზე გადაიყვანს.

 

ამას გარდა, „სბერბანკი" და ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტი ჩაატარებენ მასშტაბურ დისციპლინათაშორის გამოკვლევებს, რომლებიც ღრუბლოვანი ნეიროსისტემური ტექნოლოგიის ფარგლებში მსოფლიო დონის ეკოსისტემას შექმნიან," – განაცხადა " სბერბანკის" ხელმძღვანელმა, გერმან გრეფმა.

 

 

ავტორი: Vestifinance.ru