geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:43
Forbes–მა მსოფლიოში ყველაზე ეთიკური კომპანიები დაასახელა
2017-03-20 10:00:31
+
-

გასულ წელს მსოფლიოში კორპორატიულ სკანდალის წინაშე არაერთი კომპანია დადგა. მათ შორის იყო სარჩელი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით (Fox News), თაღლითური სქემის გაშიფვრა (Wells Fargo) და ა.შ.

 

ამის საპირისპიროდ, არსებობენ კომპანიები, რომლებიც ბიზნესის წარმოების პარალელურად ეთიკურ და მორალურ ნორმებს ინარჩუნებენ. ამისი დასტურია მსოფლიოში ყველაზე ეთიკური კომპანიების ყოველწლიური რეიტინგი, რომელსაც ორგანიზაცია Ethisphere უკვე მეთერთეტედ აქვეყნებს.

 

მიმდინარე წლის სია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 14 მარტს გამოქვეყნდა. სიაში ისეთი კომპანიები გვხვდება, როგორებიც Colgate-Palmolive-ი, Intel-ი, Ford-ი, Volvo, Mastercard-ი, Visa, PepriCo, Starbucks-ი, Dell-ი L'Oreal-ი არიან.

 

საერთო ჯამში, სიაში 19 ქვეყნის 124 ქვეყანა მოხვდა (გასულ წელს 21 ქვეყნის 131 კომპანია იყო წარმოდგენილი). მათი უმრავლესობა ამერიკულია, რუსული კომპანიები კი სიაში არ გვხვდება.

 

კომპანიების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე იხილოთ:

 

 

ავტორი: Forbes.ru