geo eng rus
ხუთშაბათი, 30 მარტი, 2017. 06:42
Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო თბილისში 2018 წლის გაზაფხულზე გაიხსნება
2017-03-17 10:20:49
+
-

თბილისში Hilton-ის პირველი სასტუმრო მომავალი წლის გაზაფხულზე გაიხსნება. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს" ეკუთვნის. სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, მისი გახსნა თავდაპირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე, შემდეგ კი წლის ბოლოს იგეგმებოდა. დღეს ლაშა პაპაშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ჰილტონის" გახსნა 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. რაც შეეხება თარიღის შეცვლას, მისი თქმით, პროცესი მშენებლობის მიმდებარედ მაცხოვრებლების საჩივრების გამო გახანგრძლივდა.


გასულ წელს სასტუმროს პროექტიც შეიცვალა, მაშინ ბიზნესმენმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ შეიცვალა სასტუმროს მხოლოდ ფასადი.

 


 


Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.


 

 


ჰილტონის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. ჰილტონის ბრენდის შემოყვანას, სასტუმროს გახსნა იგეგმება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში 2019 წელს. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნას გეგმავს ლაურა ღაჭავა მელიქიშვილის ქუჩაზე.

 


ავტორი: სალომე სოსელია

 

 


 

1 Jan, 1970