geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 05:13
სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
2017-02-17 16:23:25
+
-


დღეს, 17 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.



კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, ვარკეთილი 3-ში წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე სამ ახალ, 300 მმ-იან ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებენ, რის შემდეგაც ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღეს, 17 თებერვალს, საღამოს 21:00 საათიდან, 18 თებერვლის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

სამგორის რაიონში:

 

ვარკეთილი 3-ის I, II, და III მიკრორაიონებს.

 

 

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქის და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge

 

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.