geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:57
სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ბათუმში ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა
2017-02-17 14:11:09
+
-

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აგრძელებს ამბულატორიული ქსელის გაფართოებას დაამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ს.ხიმშიაშვილის ქ. #20-ში მიიღოს ამბულატორიული დადიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი. თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში.

 

ამბულატორიულ ცენტრშიდამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროისდანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ.20, 21 და 22 თებერვალს ახალგახსნილ ამბულატორიულ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებისგან მიიღოს კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევები სრულიად უფასოდ. სამედიცინო კონსულტაციებზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა: 2 55 0505