geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:44
Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს
2017-02-17 13:40:30
+
-

Samsung Eletronics-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლი ჯაე იონგი კორუფციული მაქინაციების ბრალდებით დააკავეს.

 

Samsung-ის დე ფაქტო ლიდერად წოდებულმა ლიმ, პრეფერენციების მიღების მიზნით წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პაკ კინ ჰეს მხარდასაჭერად მილიონობით დოლარი გამოყო.

 

შეგახსენებთ, რომ პაკ კინ ჰე სამხრეთ კორეის პრეზიდენტია. ამას გარდა, ლის მოქრთამვა, ფულის გაფლანგვა და აქტივების საზღვარგარეთ დამალვა ედება ბრალად.

 

Samsung-ი და ლი ბრალდებას უარყოფენ. „სიმართლის გასარკვევად ყველაფერს გავაკეთებთ," აღნიშნულია Samsung-ის განცხადებაში.

 

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Samsung-ის აქციები 2%-ით შემცირდა.

 


ავტორი: CNNMoney