geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:42
დასასვენებელი, სავაჭრო ზონა - PwC-იმ თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების კონცეფცია წარადგინა
2017-02-17 16:00:41
+
-

თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების პირველი ფაზა იწყება.

 

 

პოტენციური ინვესტორებისთვის საინვესტიციო შეთავაზებების წარდგენა საკონსულტაციო კომპანია PwC მიერ მომზადებული კონცეფციის მიხედვით მოხდება.

 

 

კონცეფცია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რეკრეაციული, სპორტულ- გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებით და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას გულისხმობს.

 

 

პროექტის განხორციელების პირველი ფაზა 2017 წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება.

 

PwC-ის (ფრაისვოთერჰაუსკუპერსი) კონცეპტუალური განვითარების გეგმის შექმნისას გამოყენებულ იქნა სივრცითი მონაცემების ანალიზი, წყალსაცავის გარშემო ტურისტული, სასტუმრო და სავაჭრო ადგილმდებარეობების შერჩევისა და ინვესტიციების განვითარებისათვის.

 

 

მსგავსი ურბანული კონცეფცია წარმოადგენს პირველ პრეცენდენტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო მნიშვნელობისაა.

 

 

პროექტის განხორციელებისას, PwC ანალიტიკოსებმა ტერიტორიის ოპტიმალური განვითარებისათვის გამოიყენეს მონაცემთა მრავალი ფენა, მათ შორის დემოგრაფიული ინფორმაცია, ინფორმაცია ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურასა და უძრავი ქონების ღირებულების შესახებ. მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით წარმოდგენილი იქნა ტერიტორიის ფუნქციური ანალიზი და სამგანზომილებიანი ხედვა.

 

 

კონცეპტუალური გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ინიციატივებს. აღსანიშნავია რომ ფუნქციები განსაზღვრულია მათი გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით. წარმოდგენილი გეგმა ასევე ითვალისწინებს ფინანსურ ანალიზს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისათვის.

 

 

„თბილისის „მიმზიდველ ქალაქად" გადაქცევის მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა. დედაქალაქში გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების ანალიზი მათი სწორი განვითარებისათვის. ამ მიზნით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები იქნა არჩეული... 2015 წლის აგვისტოდან PwC საქართველო აქტიურად ჩაერთო ამ პროქტის ფარგლებში კონცეფციის ჩამოყალიბებაში იმ პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებით, რომელიც ამ პროექტს ახლდა ქალაქის თითოეული მოსახლისათვის. ვინაიდან დავალება მოითხოვდა, თანმიმდევრული კონცეპტუალური გეგმის შემუშავებას, გავერთიანდით PwC პოლონეთის მონაცემთა ანალიზის პროფესიონალებთან და შევქმენით პროექტზე მომუშავე ადგილობრივი და მოწინავე ტექნოლოგიური გამოცდილების მქონე თანამშრომელთა გუნდი", - აცხადებს საკონსულტაციო მომსახურების უფროსი მენეჯერი თამთა შერმადინი.

 

 

პროექტის ავტორთა ცნობით, კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად, ქალაქ თბილისის დეტალური გეოსივრცითი მოდელი იქნა შემუშავებული. აღნიშნული მოდელი სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ რუკას, საგზაო მოდელს, დემოგრაფიულ, ინფრასტრუქტურულ რუკებს და ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს. ამან შესაძლებელი გახადა ჩატარებულიყო სრულყოფილი ანალიზი. მის საფუძველზე, ექსპერტებმა წარმოადგინეს თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების სხვადასხვა ინიციატივები, თითოეული პროექტისათვის თავისი ფინანსური გაანგარიშებებით, სადაც დადგენილი იქნა ინიციატივების შესაძლო მომგებიანობა.

 

 

თითოეული ინიციატივისათვის შემუშავდა გეოსივრცითი მოდელი, რომელმაც ზღვის ტერიტორიაზე განსაზღვრა ინიციატივების ადგილმდებარეობა. მოდელი ითვალისწინებს 300-ზე მეტ ცვლადს, მათ შორის სანაპიროს სიგრძეს, ინფრასტრუქტურაზე მიწვდომადობას, მოსახლეობის კონცენტრაციას, საგზაო ქსელებს, მგზავრობის საშუალო დროს ქალაქის ცალკეულ ადგილებამდე და ასევე რელიეფს. კონცეპტუალური გეგმის დასრულების შემდგომ, თბილისის ზღვის სამგანზომილებიანი მოდელი ასევე იქნა წარდგენილი როგორც საბოლოო მასალა.

 

 

"თბილისის ზღვის განვითრების პროექტში გამოყენებული მეთოდოლოგია უნიკალურია, ის აერთიანებს არქიტექტურულ პერსპექტივებს, ფართომასშტაბიან მონაცემთა ანალიზს და ფინანსურ მოდელს. სწორედ ამის შედეგად მთავრობამ საბოლოო პროდუქტად მიიღო მდგრადი კონცეპტუალური გეგმა, რომელიც ამავდროულად პრაქტიკული და საკმაოდ მიმზიდველია დაინტერსებული მხარეებისათვის, ესენი იქნებიან ინვესტორები, ტურისტები, თუ თბილისელები.შეთავაზებული გადაწყვეტილებები მისაღებია ურბანული თვალსაზრისით და ასევე მომგებიანია პოტენციური ინვესტორებისათვის, ხოლო ქალაქს აძლევს შესაძლებლობას დაწინაურდეს საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა PwC პოლონეთის გეოანალიტკური დეპარტამენტის მენეჯერმა მიხალ კლისმა, აღნიშნა, რომ "ასეთი მიდგომის გამოყენება შესაძლებელია სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებისას მთელს მსოფლიოში, რაც საშულებას მისცემს ადგილობრივ ადმინისტრაციებს ოპტიმალური და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ გეგმების შემუშავების დროს.

 

 

GBC.GE