geo eng rus
ოთხშაბათი, 26 აპრილი, 2017. 11:26
სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციისა და მოხმარების საკითხებზე შეხვედრებს მართავს
2017-02-17 10:31:07
+
-

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.

 


მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები 300-მდე დასახელების პეცტიციდის ლაბორატორიულ კვლევას გეგმავენ. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ადმინისტრირება გაძლიერდება მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვისა და რეალიზაციის შესაბმისი პირობების დაცვაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია შხამ-ქიმიკატების ეფექტიან და უსაფრთხო მოხმარებასთან, ხარჯვის ნორმებთან დაკავშირებით ფერმერების ცნობიერების ამაღლება, რაც საბოლოოდ დადებითდ აისახება მოსავლის ხარისხზე და ფერმერების შემოსავალზე. სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და სწავლების ჩატარებას გეგმავს.

 


აღნიშნული შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად გურჯაანის მაჯორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და რაიონის საკრებულოს წარმომადგენლები, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მსხვილი რეალიზატორები და ფერმერები ესწრებოდნენ.

 


სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა ანალოგიური შეხვედრა გამართეს შიდა ქართლშიც.

 

 

დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია პესტიციდის 258 მოქმედი ნივთიერება და 715 პრეპარატული ფორმა.