geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:30
რუსეთში ლუდის დიდი ზომის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იმპორტიორი კომპანიების შემოსავლებზე ნეგატიურად აისახა
2017-02-17 10:00:51
+
-

რუსეთმა ალკოჰოლიზმთან ღია ბრძოლა დაიწყო: გაზრდილია საბაჟო გადასახადი, აკრძალულია გარე რეკლამა და ლუდსახარშ კომპანიებს 1.5 ლიტრის მოცულობაზე უფრო დიდი ბოთლის წარმოება არ შეუძლიათ. ივლისის დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა პლასტმასის ბოთლში ლუდის ჩამოსხმა საერთოდ აიკრძალოს. ალკოჰოლურ სასმელებთან დაკავშირებული პოლიტიკის გარდა, ლუდის ბიზნესს რუსეთში არსებული ეკონომიკური პრობლემებიც უშლის ხელს.

 

ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ლუდსახარში კომპანიების გაერთიანების ინფორმაციით, რუსულ ბაზარზე გაყიდული ლუდის 42% პლასტმასის ბოთლშია ჩამოსხმული. სიახლეები ლუდსახარშ კომპანიებს მნიშვენლოვნად აზარალებს. Heineken-ის ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს რუსეთში გაყიდული ლუდის რაოდენობა წინა წელთან შედარებით ორჯერ არის შემცირებული.

 

„რუსული ბაზარი მომგებიანობას კარგავს. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე ზუსტი გათვლების გაკეთება შეუძლებელია," აღნიშნა Heineken-ის გენერალურმა დირექტორმა, ჟან-ფრანსუა ვან ბოქსმეერმა.

 

რუსული ბაზარი კიდევ ერთი გლობალური ბრენდის, Carlsberg-ის მნიშვენლოვანი დასაყრდენია. Carlsberg-ის მოგების 16% სწორედ რუსულ ბაზარზე მოდის, თუმცა დანიურმა კომპანიამ გასული წლის ბოლოს შემცირებულ შემოსავლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

ვლადიმერ პუტინმა ალკოჰოლზე დიდი ყურადღების გამახვილება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს ციმბირში 60-ზე მეტი ადამიანი აბაზანის ხსნარის დალევის შედეგად გარდაცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ყოველი 3 მამაკაციდან 1-ს მაინც ალკოჰოლისგან გამოწვეული დაავადება აწუხებს, ხოლო 6-დან 1 ალკოჰოლზე პირდაპირ არის დამოკიდებული. 2014 წელს The Lancet-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც რუსი მამაკაცების დაახლოებით 25% 55 წელზე ახალგაზრდა კვდება, რისი მიზეზიც ალკოჰოლის დიდი სიჭარბით მოხმარებაა.

 

 

ავტორი: CNNMoney