geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:51
Jysk: "საქართველოში Ikea-ს პროდუქცია შავი ბაზრიდან შემოაქვთ და ფასები მაღალია"
2017-02-17 12:30:25
+
-

დანიური ბრენდი - Jysk-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის სექტემბერში შემოვიდა, გაფართოებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელი სოფო შავკაციშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ სტარტი ძალიან წარმატებული იყო, ამიტომ მიმდინარე წლის მაისში მაღაზიის გახსნა ბათუმში, ოქტომბერში კი კიდევ ერთი ფილიალის დამატება თბილისში იგეგმება. შავკაციშვილი არ აკონკრეტებს, თბილისში სად გაიხსნება მეორე მაღაზია თუმცა აცხადებს, რომ მოცულობით იგივე იქნება, რაც მარშალ გელოვანის გამზირზეა.


Jysk-ის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მაღაზიაში 3 ათასამდე სახეობის პროდუქციაა წარმოდგენილი, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ავეჯია.


„ მაღალი მოთხოვნა ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარეობს. ჩვენი პროდუქცია მისაღებია მომხმარებლისთვის. რაც შეეხება კონკურენციას, დღეს ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს , რადგან მაგალითად , Ikea–ს, რომელიც ჩვენი სტილის ბრენდია,  საქართველოში ფრანჩაიზი არ აქვს, შავი ბაზრიდან შემოაქვთ და შესაბამისად, ფასები მაღალია. „ აცხადებს შავკაციშვილი. მისივე თქმით, კომპანიაზე ლარის არასტაბილურობა დიდი გავლენა იქონია, თუმცა ფასები არ შეუცვლიათ.

 

Jysk-ი საქართველოში დანიურმა სახლმა შემოიყვანა. პირველი მაღზია გასული წლის სექტემბერში გაიხსნა.



დანიური ბრენდის მაღაზიები ამჟამად მსოფლიოს 41 ქვეყანაში 2300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი. კომპანია 1979 წელსაა დაფუძნებული.


 Ikea-ს ახალი  მაღაზია კი  თბილისში ვერეს ხეობაში  "რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იხსნება. თუმცა როგორც ცნობილია, ეს კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა არ არის. 



ავტორი: სალომე სოსელია