geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:51
7 წლის გოგონამ Google-ის აღმასრულებელ დირექტორს დასაქმება სთხოვა
2017-02-17 10:00:13
+
-

ჰერფორდში (ინგლისი) მცხოვრებმა 7 წლის გოგონამ, ქლოუ ბრიჯუოთერმა, Google-ის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის წერილი მისწერა, სადაც კომპანიაში დასაქმებას სთხოვდა. მოულოდნელად, მან პიჩაისგან პასუხიც მიიღო.

 

„ძვირფასო Google-ის ხელმძღვანელო" - ასე იწყებოდა წერილი, რომელშიც მითითებული იყო გოგონას ოცნებები Google-ში მუშაობასთან, ოლიმპიადაზე გამოსვლასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. „მასწავლებლები ჩემს მშობლებს უებნებიან, რომ კარგად ვსწავლობ. მამამ მითხრა, რომ თუკი სწავლას კარგად განვაგრძნობ, Google-ში მუშაობის დაწყება შემეძლება," აღნიშნა წერილში 7 წლის ქლოუმ.

 

 

7 წლის ქლოუმ პასუხი პირადად სუნდარ პიჩაისგან მიიღო. წერილი სოციალურ ქსელ LinkedIn-ში ქლოუს მამამ, ენდი ბრიჯუოთერმა გამოაქვეყნა. „ჩემი აზრით, თუკი ოცნებების მისაღწევად შრომას განაგრძობ, ყველაფერს მიაღწევ: Google-ში მუშაობიდან დაწყებული, ოლიმპიადაზე გამოსვლით დამთავრებული! სკოლის დამთავრების შემდეგ დაგვიკავშირდი!" ეწერა ქლოუსათვის მიწერილ წერილში.

 

ენდი ბრიჯუოთერის თქმით, სუნდარ პიჩაის წერილი მისი შვილისთვის მოტივაციის და საკუთარ თავში დარწმუნების წყაროდ იქცა. „მისი მონდომება, რომ უკეთ ისწავლოს სკოლაში და იმუშავოს Google-ში, უფრო მეტად გაზრდილია," აღნიშნა ენდი ბრიჯუოთერმა LinkedIn-ის საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

ავტორი: Independent.co.uk