geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:50
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციები 10 საფეხურით გაუმჯობესდა
2017-02-16 13:05:34
+
-

ეკონომიკური თავისუფლების 2017 წლის ინდექსში საქართველომ პოზიციები 10 საფეხურით გაიუმჯობესა და მე-13 პოზიციას იკავებს. ფონდ Heritage Foundation -ის რეიტინგი ყოველწლიურად ქვეყნდება. ევროპაში საქართველოს მე-5 ადგილი აქვს, შვეიცარიის , ესტონეთის , ირლანდიის და დიდ ბრიტანეთის შემდეგ. Index of Economic Freedom ქვეყნებს ოთხი კრიტერიუმით აფასებს: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციების ეფექტიანობა და თავისუფალი ბაზარი.


საქართველოს გაუმჯობესებელი მონაცემები აქვს საკუთრების უფლების, ბიზნესის თავისუფლების და მთავრობის ინტეგრაციის კრიტერიუმებში, თუმცა გაუარესდა მთავრობის ხარჯებისა და საგადასახადო ტვირთის კრიტერიუმი.


Heritage Foundation-ის ანალიტიკოსები საქართველოს შესახებ წერენ , რომ საქართველოს მთავრობამ შეინარჩუნა ეკონომიკური ლიბერალიზაციის პოლიტიკა, გადაიდგა ნაბიჯები ფისკალური დისციპლინის აღსადგენად. სამთავრობო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლის ქვეშაა. შენარჩუნებულია ღია ბაზრის პოლიტიკა, რაც მხარდაჭერილია დაბალი საგადასახადო განაკვეთებით, ეფექტური რეგულატორით. ანალიტიკოსების შეფასებითვე, ქვეყანაში დიდი მასშტაბის პრივატიზაცია დაიგეგმა, ანტოკორუფციულმა ნაბიჯებმა კი ხელშესახები შედეგები მოიტანა. ქვეყანას მაკროეკონომიკური მოქნილობა აქვს. ამასთან, ფონდის მოსაზრებით უფრო ღრმა და ინსტიტუციური რეფორმებია საჭირო იმისათვის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა გაიზარდოს. სასამართლო სისტემა კი კრიტიკულად მნიშვნელოვცანია დინამიური და ხანგრძლივი ეკონომიკური განვითარებისთვის.



საქართველოს რეიტინგში 76 ქულით ძირითადად თვისუფალი ქვეყნების სიაშია. რეიტინგში სულ მსოფლიოს 186 ქვეყანაა.