geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:43
უკრაინამ სავაჭრო აგრესიის გამო რუსეთს მსო-ში უჩივლა
2017-02-15 17:26:31
+
-

უკრაინის ხელისუფლება მსო-ს მექანიზმების გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს რუსეთის მიერ უკრაინული ტვირთების ცენტრალურ აზიაში ტრანზიტის აკრძალვის გაუქმებას. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისგან ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომლებიც შეაფასებენ რუსეთი ამ ქმედებებს.

 

„რუსეთის ფედერაციის სავაჭრო აგრესია, მათ შორის ტრანზიტის აკრძალვა, უნდა შეფასდეს მსო-ს მიერ და აუცილებლად შეწყდეს" - განაცხდა მინისტრის მოადგილემ ნატალია ნიკოლსკაიამ.

 

უწყების ინფორმაციით, რუსეთის სატრანსპორტო ემბარგოს შედეგად უკრაინის დანაკარგებმა შეადგინა 400 მლნ. დოლარი, ექსპორტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში შემცირდა 38%-ით, კერძოდ, ყაზახეთში 79%-ით, ყირგიზეთში - 95%-ით. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ვიქტორ გოვგანის განცხადებით, უკრაინის მთლიანმა დანაკარგებმა ტრანზიტის აკრძალვის შედეგად 1 მლრდ. დოლარს გადააჭარბა.

 

 

ავტორი: rbc.ru