geo eng rus
კვირა, 30 აპრილი, 2017. 10:40
"კოდა" ქათმის ნედლი ხორცის წარმოებას აფართოებს
2017-02-17 10:00:23
+
-

კომპანია „კოდამ" ქათმის ნედლი ხორცის წარმოების განვითარებას გეგმავს. კომპანიის რეალიზაციის სამსახურის უფროსი კახა მეგრელიშვილი რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიის ნედლი ქათამი აქტიურად, რამდენიმე სავაჭრო ქსელში შედის. გარდა ქათმისა ცდილობენ ქათმის ფილე, გულ-ღვიძლის დისტრიბუცია დაიწყონ. მეგრელიშვილის თქმითვე, სამომავლოდ ფიქრობენ, „ბიუ-ბიუს" ფორმატის ჯიხურები გახსნან.

 


„პირველ ეტაპზე ნედლი ქათმის და ქათმის ხორცის დისტრიბუცია ვერ ავაწყვეთ, თუმცა ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ მოთხოვნას ვუპასუხოთ. გარდა ამისა, ჩვენ ხორცს ვაწვდით ერთ კომპანიას, რომელიც ბაღებს ამარაგებს და წარმოების 60% ამაზე მოდის. ამიტომ ამ ეტაპზე დიდი მასშტაბებზე ვერ ვისაუბრებთ" აცხადებს მეგრელიშვილი.

 

მისივე თქმით, დღეს „კოდას" 28 ჯიხური აქვს თბილისსა და რუსთავში. კომპანიამ პეკინზე არსებული სასურსათო მარკეტის ფართი შეამცირა. მეგრელიშვილის თქმით, ტერიტორიის ნაწილი მათი საკუთრებაა, ნაწილი ქირით ჰქონდათ და გადაწყვიტეს დაქირავებულ ფართზე უარი ეთქვათ.


"პოულტრი ჯორჯია" იგივე "კოდა" 2002 წელს, სს " თბილისის სანაშენე რეპროდუქტორის" და სს "კოდას" ბაზაზე დაარსდა.



ავტორი: სალომე სოსელია