geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:48
Google-ის თვითმავალი ავტომობილების განყოფილებას თანამშრომლები მაღალი ანაზღაურების გამო ტოვებენ
2017-02-16 10:00:28
+
-

Google-ის მფლობელმა კომპანია Alphabet-მა უკანასკნელ პერიოდში თვითმავალი ავტომობილების მიმართულებით არაერთი ექსპერტი დაკარგა. Business Insider-ი Bloomberg-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული ტენდენდიის გამომწვევი მიზეზი მაღალი ანაზღაურება გახდა.

 

Bloomberg-ის მიხედვით, მათ, ვინც Google-ის თვითმავალი ავტომობილების განყოფილებაში მუშაობდა, სამუშაოს დატოვების შემდეგ საკუთარი თვითმავალი ავტომობილების სტარტაპები დააარსეს.

 

ცხადია, სამსახურიდან წასვლის ერთდერთი მიზეზი მხოლოდ დიდი ანაზღაურება ვერ გახდებოდა. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ზემოთაღნიშნული მიზეზი, Google-ის ყოფილი თანამშრომლებისთვის, გადაწყვეტილების მიღების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. თანხის ზუსტი ოდენობა, რასაც Google-ის ყოფილი თანამშრომლები იღებდნენ, უცნობია.

 

Google-ის თვითმავალი ავტომობილების განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა კრის არმსონმა და მისმა თანამშრომელმა ბრაიან სალესკიმ ცოტა ხნის წინ კომპანია Argo AI დააარსეს, რომელმაც გასულ კვირას Ford-ისგან $1 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია მიიღეს - Ford-ის თვითმავალი ავტომობილების შესაქმნელად.

 

 

ავტორი: Business Insider