geo eng rus
სამშაბათი, 28 მარტი, 2017. 05:48
Tesla ელექტრომობილების შუა აღმოსავლეთში გაყიდვას აპირებს
2017-02-15 10:00:36
+
-

Tesla-ს ავტომობილები ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ბაზარზე გაიყიდება: ავტომწარმოებლის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროები იქნება პირველი ქვეყანა შუა აღმოსავლეთში, სადაც Tesla-ს ავტომობილები გაიყიდება.

 

პირველ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ Model S და Model X გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ეტაპობრივად გამრავლდება ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობაც.

 

მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებში ბუნებრივი აირისა და ნავთობის უდიდესი რეზერვებია, ქვეყანას ეკოლოგიური მიმართულებით არაერთი ამბიციური გეგმა აქვს. გასულ თვეში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქვეყანა ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებისათვის მომდევნო 30 წლის განმავლობაში $163 მილიარდს დახარჯავს.

 

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ელონ მასკმა დუბაიში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ხელოვნური ინტელექტის, განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტისა და უმუშევრობის საკითხებს ყველაზე დიდი ყუადღება უნდა დაუთმონ.

 

 

ავტორი: CNNMoney