geo eng rus
სამშაბათი, 27 ივნისი, 2017. 02:33
"ჩვენ დავეხმარეთ ხალხს და არა ბანკირებს" - ისლანდიაში ბოლო წლებში 26 ბანკირი გაასამართლეს
2017-02-14 11:00:25
+
-

ისლანდია გახდა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ ბანკირები დააპატირმეს. კერძოდ, პასუხისგებაში მიეცა 26 ბანკირი, რომელთაც ბრალად ედებათ 2008 წელს ქვეყნის ფინანსურ კრიზისში შეყვანა. საერთო ჯამში ბანკირები ციხეში 74 წელს გაატარებენ.

 

 

2015 წელს ისლანდიის უმაღლესმა სასამართლომ საბოლოო გადანჩენი გამოუტანა Landsbankin Islands-ის 3 ტოპ მენეჯერს და Kaupting Bank-ის 2 ტოპ მენეჯერს, რომლებმაც ფინანსური დანაშაული 2008 წლის ფინანსურ კრიზისამდე ჩაიდინეს.

 

 

ამის შესახებ Iceland Magazine წერს. ბანკირთა უმეტესობას 4-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ბანკირები პასუხისგებაში მათ მიერ ჩატარებული ფინანსური მაქინაციების გამო მიზცეს, რომლებმაც 2008 წელს ისლანდია ფინანსულ კრახამდე მიიყავანა. სახელმწიფომ 3 უმსხვილესი კომერციული ბანკის გაკოტრებას ხელი არ შეუშალა და ამის შემდეგ მოახდინა ამ ბანკების ნაციონალიზაცია Kaupthing, Landsbanki და Glitnir .

 

 

2008 წლისთვის ამ ბანკების აქციონერების და ტოპ მენეჯერების მოქმედებების შედეგად ბანკების ფინანსურმა ვალდებულებებმა $61 მლრდ-ს მიაღწია. ანუ ბანკირებმა ხელუვნურად შექმნეს "ფინანსური ბუშტი", რაც 2008 წელს გასკდა და ქვეყანა სავალალო შედეგამდე მიიყვანა. 2008 წ. სექტემბერში საბანკო სისტემა სრულად ჩამოიშალა. ისლანდიაში მომხდარ კრიზისში გადამწყვეტი როლი სამმა კომერციულმა ბანკმა ითამაშა - Kaupthing, Landsbanki და Glitnir.

 

 

ამან ქვეყანაში ფინანსური კრიზისი და ვალუტის გაუფასურება გამოიწვია , რის გამოც ისლანდიას საგარეო ვალების აღება მოუხდა. ისლანდიამ $2,1 მლრდ. მსოფლიოს სავალუტო ფონდისგან მიიღო, $2,5 მლრდ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნისგან და ასევე განიხილებოდა რუსეთის დახმარების შესაძლებლობაც 4 მლრდ. ევროს სახით. საბანკო სისტემის ჩამოშლამ ასევე 340 000 ბრიტანელი და ნიდერლანდელი ინვესტორის გაკოტრება გამოიწვია. გ

 

 

2010 წელს გამოძიებამ დაადგინა Glitnir ბანკის ყოფილი აქციონერის იოჰან ასგეირ იოჰანესონის, ყოფილი გენერალური დირექტორის ლარუს ველდინგის, ექს-თავჯდომარის ტორსტეინ იონსონისა და რამდენიმე სხვა ტოპ მენეჯერის დანაშაული. მათ ბრალად ედებათ ბანკიდან თაღლითური გზით $2 მლრდ დოლარზე მეტი თანხის მითვისება. ასევე საპარლამენტო გამოძიების შედეგად დაკავებულ იქნა Kaupthing ბანკის ოთხი ყოფილი ტოპ მენეჯერი. ისლანდიის პრეზიდენტ ოლაფურ რაგნარ გრიმსონმა, გამოძიების შედეგების შეფასების დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანამ დაძლია ფინანსური კრიზისი.

 

 

"ჩვენ ჭკვიანურად მოვიქეცით და არ გავყევით დასავლური საფინანსო სამყაროს ტრადიციებს. ჩვენ შემოვიღეთ სავალუტო კონტროლი და მივეცით ბანკებს გაკოტრების საშუალება. ჩვენ დავეხმარეთ ხალხს და არა ბანკირებს!",- განაცხადა ისლანდიის პდეზიდენტმა.

 

 

ზუსტად გრიმსონმა დაბლოკა საგარეო ინვესტორებისათვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება. შემდეგ ეს გადაწყვეტილება პლებისციტზე იყო გატანილი, სადაც მოსახლეობამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

 

 

Iceland Magazine-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ აშშ-მ, ისლანდიისგან განსხვავებით, ბრალი არ წაუყენა ბანკირებს და არ მისცა ისინი პასუხისგებაში. პირიქით, აშშ-ს კონგრესის გადაწყვეტილებით მათ დახმარება გაუწიეს $700 მლრდ სახით, რაც რეალურად გადასახადების გადამხდელებისგან მიღებული ფულია.

 

 

აშშ-ს მთავრობამ 2008 წლის ფინანსური კრიზის გამომწვევი ბანკირები არ დასაჯა, ეს არ იკმარა და საკუთარი მოსახლეობის მიერ გადახდილი ფულით დამნაშავეებს დახმარება აღმოუჩინა.

 

 

ავტორი: Politicano

1 Jan, 1970