geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 05:21
Bloomberg: უნგრეთში შესაძლოა, სოროსის მიერ დაფინანსებულ NGO-ებს საქმიანობა შეეზღუდოთ
2017-01-11 20:30:01
+
-

უნგრეთში მილიარდერ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა იგეგმება. უნგრეთის მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, ზილარდ ნემეთის განცხადებით, „ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამოიყენებს ყველა შესაძლო ძალას, რათა უნგრეთი სოროსის მიერ შექმნილი ორგანიზაციებისგან განწმინდოს." 

 

 

Bloomberg-ის მიხედვით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბუდაპეშტში მდებარე „ღია საზოგადოების ინსტიტუტში" პასუხი ვერ მიიღეს, თუმცა ზარი არასამუშაო საათებში იყო განხორციელებული.

 

 

„ვფიქრობ, რომ მიზნის განხორციელება, აშშ-ში ტრამპის გამარჯვების შემდეგ შესაძლებელია," აღნიშნა ნემეთმა.

 

 

უნგრელი დეპუტატები კანონპროექტის განხილვას აპრილში დაიწყებენ, რომელიც სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ, თუ ვინ ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

 

უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც ტრამპის კამპანიას მხარი ღიად დაუჭირა. უკანასკნელ პერიოდში ორბანი ევროკომისიისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კრიტიკას თვითგამოცხადებული "არალიბერალური სახელწმფოს შენების" გამო ყურადღებას არ აქცევდა. Bloomberg-ის მიხედვით, უნგრეთის მდგომარეობა რუსეთის, თურქეთისა და ჩინეთის ავტორიტარულ რეჟიმებს წააგავს.

 


2014 წელს, ორბანის ბრძანებით, უნგრეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნორვეგიის მიერ დაფინანსებული ფონდების გამოძიება დაიწყო. ორბანის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, „მოსყიდულ პოლიტიკურ აქტივისტებს წარმოადგენენ."

 

 

ორბანი და მისი ადმინისტრაცია ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად აკრიტიკებდნენ. ჯორჯ სოროსს, რომელიც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია, არაერთი ორგანიზაცია ეკუთვნის, რომლებიც ერთ დროს კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიას ავრცელებენ.