geo eng rus
შაბათი, 27 მაისი, 2017. 06:37
McDonald's ჩინეთსა და ჰონგ-კონგში ქსელის 80% გაყიდის
2017-01-09 13:02:10
+
-

McDonald's ჩინეთში ქსელის 80%-ს 2.08 მილიარდ დოლარად გაყიდის. მყიდველი კომპანიები Citic და Carlyle Group არიან, ისინი ფრანჩაიზებსაც მიიღებენ, მომდენო 20 წლის განმავლობაში რესტორნების ქსელის განვითარებაზე, რომელიც ამჟამად 2200 რესტორანს აერთიანებს.

 

ინფორმაცია Citic-მა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარიგებით, Citic მიიღებს ბიზნესის 52%-იან წილს, Carlyle 28%-ს. თავად ამერიკული კორპორაცია 20%-იან წილს შეინარჩუნებს.

 

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივნისში McDonald's-მა 5-ზე მეტი წინადადება მიიღო ჩინეთსა და ჰონგ-კონგში რესტორნების ქსელის გაყიდვაზე. Reuters -ის წყაროს ცნობით, ქსელის ყიდვის მსურველებს შორის იყვნენ უმსხვილესი ჩინური კორპორაციები Beijing Tourism Group, Sanpower და ChemChina. გარიგების ღირებულება სააგენტოს ცნობით, $3 მლრდ იყო.