geo eng rus
პარასკევი, 24 მარტი, 2017. 06:00
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ეწვია
2017-01-09 11:35:04
+
-

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თბილისში დღეს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ჩამოვიდა.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუვენ რივლიანი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

 

 

 

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

 

 

 

 

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

 

 

 

10 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.