geo eng rus
სამშაბათი, 24 იანვარი, 2017. 09:04
ქუთაისში მეორე „მაკდონალდსის" მშენებლობა იწყება
2017-01-09 10:00:04
+
-

ქუთაისში "მაკდონალდსის" კიდევ ერთი რესტორანის მშენებლობა იწყება. როგორც "კომერსანტთან" საუბრისას ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რესტორანი მაისში გაიხსნება. 

 


როგორც ჭყონია აცხადებს, ქუთაისში სწრაფი კვების ობიექტზე, კერძოდ კი „მაკდონალდსზე" სერიოზული მოთხოვნაა. შედეგად, რაიონში მეორე ობიექტის განხსნაც ამან განაპირობა. მისი თქმით, მეორე ქუთაისში, „მაკდონალდსის" მეორე ობიექტი დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიხსნება, რაშიც 3.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

 

ამ დროისთვის საქართველოში „მაკდონალდსი" 10 ობიექტითაა წარმოდგენილი. ჭყონიას ინფორმაციით, 2017 წელს ქსელს კიდევ 2 ობიექტი დაემატება.