geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:57
„ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ ახალი ბიზნესკატალოგი გამოსცა
2016-02-04 11:46:58
+
-

დღეს, 4 თებერვალს,  „ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭო“ (EUGBC) ახალ ბიზნეს კატალოგს წარმოადგენს. 2016 წლის გამოცემა EUGBC – ის წევრ კომპანიებს აერთიანებს, რომელთა საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, გადაზიდვა, ვაჭრობა, წარმოება, სოფლის მეურნეობა და სხვა. კატალოგში მოცემულია ინფორმაცია როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ზომის ადგილობრივი ბიზნესის საქმიანობის და მისი განვითარების პოტენციალის შესახებ.

 

უახლეს გამოცემაში განხილულია  ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პერსპექტივები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტრანსნაციონალური პროექტები.  „EUGBC BUSINESS LINE” ასევემოიცავს ინფორმაციას ქართული ღვინის, კულტურული მემკვიდრეობის, უძველესი ქართული ნაკეთობებისა და მეტალის წარმოების შესახებ.

 

„ევროკავშირ–საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე ახალ კატალოგს ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს, მთავრობის წარმომადგენლებს, დიპლომატებს, სფეროს ექსპერტებს და მედიის წარმომადგენლებს გააცნობს. პრეზენტაციას დაესწრება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.